,,ყველაზე ლამაზი პატიმარი” ჯერემი მიკსი თავის შეყვარებულს, ქლოე გრინს გასულ წელს დაშორდა. ქლოემ ცხოვრება გააგრძელა და უკვე ახალი მეორე ნახევარი ყავს. როგორც ჩანს, განშორება დიდად არც ჯერემის ანაღვლებს და „სექსუალური პატიმარი“ მეგობრებთან ერთად დროს მშვენივრად ატარებს.
36 წლის მოდელი ჰოლივუდში გადაიღეს. ის მეგობართან ერთად გამოჩნდა და ნავარჯიშებ სხეულს ხაზი შესაბამისი ჩაცმულობით გაუსვა.
მეგობრებს მალე გოგონებიც შეურთდნენ და ლანჩის მირთმევა მათ მხიარულად განაგრძეს.
ჯერემის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ კი თავისი ახალი რომანი ცოტა ხნის წინ დაადასტურა. ქლოე მილიონერ ბიზნესმენს ხვდება და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ჯერემი და ქლოე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ და წყვილს საერთო ვაჟი, ჯეიდანი ყავს.