LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე კომფორტული ავტობუსის გაჩერება

34

ბრიტანელებმა მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ავტობუსის გაჩერება გააკეთეს.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, სოფელ უოლჰემპტონის გაჩერების ინტერიერი უცნობმა პირმა შექმნა და ის მაშინვე „ყველაზე განსხვავებულად“ აღიარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გაჩერებას ვანდალები ხშირად აზიანებდნენ და სახელმწიფომ მის შეკეთებაზე ხელი ჩაიქნია. უცნობმა პირმა კი გადაწყვიტა, რომ ყველაფერი თავის თავზე აეღო – გაჩერებას სახლის ფორმა მისცა, შიგნით ავეჯი დადგა და საინტერესო დიზაინის საშუალებით ოჯახური გარემო შექმნა.

ადგილობრივებს სიახლე ძალიან მოეწონათ და მის შემქმნელს სამადლობელი წერილებიც დაუტოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები