LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ხანგრძლივი პენალტი ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)

66

ამ დღეებში სოცქსელში ერთი ძველი ვიდეო გავრცელდა, რომელმაც დიდი ხალისი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა. საქმე ისაა, რომ შეხვედრის მსაჯს რაღაც მოელანდა და ცოცხალი თავით არ ჩათვალა ერთი ჩვეულებრივი პენალტი. მოკლედ, აი რაშია საქმე: 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების, ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს სერბეთი და მონტენეგროს ნაკრები (მაშინ ასე იყო ეს ქვეყანა) ტუნისს შეხვდა. მატჩის 78-წუთზე აფრიკელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ამ დროს ანგარიში საყაიმო იყო – 1:1. ტუნისელებმა დაარტყეს და გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა ხელმეორე დარტყმა დანიშნა, რაშიც გასაკვირი არაფერია, თუმცა მერე ეშხში შევიდა და იმდენი ქნა, რომ თავი ისტორიაში შეიყვანა: ყველაზე ხანგრძლივი პენალტი ფეხბურთის ისტორიაში… 6-ჯერ დაარტყმევინა პენალტი და ახლა აგერ თავად ნახეთ ეს ყველაფერი.

 

https://www.youtube.com/watch?v=VS0k9mS_cgE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები