ტაბლოიდებმა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ბორტგამცილებელი აღმოაჩინეს. „American Airlines“-ის თანამშრომელი ბეტ ნეში 80 წლისაა და უკვე 60 წელია ამ სფეროში მუშაობს.
ქალბატონი ნეშის განცხადებით, ბორტგამცილებლობაზე ის ბავშვობიდან ოცნებობდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ პროფესიას დაეუფლა. მას ახსოვს ის დრო, როდესაც ფრენა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება იყო და ამის გამო ბორტიც ბევრად უფრო ფეშენებელური და ღირსეული იყო. ამჟამად კი ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია და თავისი მოვალეობის შესრულებაც ძალიან უადვილდება. თუმცა, ძველი დრო მაინც ენატრება.