LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე იაფი ელექტრომობილი გაყიდვაში ორ წელიწადში ჩაეშვება

84

კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მაქ-მა ტვიტერის საკუთარ  გვერდზე  მოდელ „ტესლა 3“-ის შესახებ განაცხადი გამოაქვეყნა;

„აუცილებელია კომპანიამ იმუშაოს როგორც ძვირადღირებულ, აგრეთვე იაფფასიან ავტომობილებზე. რადგან საავტომობილო ბაზარზე არიან სხვადასხვა ტიპის მომხმარებლები, შესაბამისად კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა.“

როგორც ცნობილი გახდა, „ტესლა 3“-ის საბაზრო ღირებულება 35 ათასი დოლარი იქნება და დღის სინათლეს ორი წლის შემდეგ იხილავს.  გარდა ამისა კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია სექტემბერში ახალ ავტომობილს ჩაუშვებს გაყიდვაში, რომელიც პირველი ელექტრო კროსოვერი იქნება.