კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მაქ-მა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მოდელ „ტესლა 3“-ის შესახებ განაცხადი გამოაქვეყნა;
„აუცილებელია კომპანიამ იმუშაოს როგორც ძვირადღირებულ, აგრეთვე იაფფასიან ავტომობილებზე. რადგან საავტომობილო ბაზარზე არიან სხვადასხვა ტიპის მომხმარებლები, შესაბამისად კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა.“
როგორც ცნობილი გახდა, „ტესლა 3“-ის საბაზრო ღირებულება 35 ათასი დოლარი იქნება და დღის სინათლეს ორი წლის შემდეგ იხილავს. გარდა ამისა კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია სექტემბერში ახალ ავტომობილს ჩაუშვებს გაყიდვაში, რომელიც პირველი ელექტრო კროსოვერი იქნება.