LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე იაფფასიანმა Mitsubishi–მ 700 000 კმ. რემონტის გარეშე გაიარა

45
mitsubishi400000ml

აშშ–ში ოჯახურმა წყვილმა 2014 წელს სულ ახალი Mitsubishi Mirage შეიძინა. მაშინ მინიატურული ჰეტჩბეკი ბაზარზე არსებულ მოდელთაგან ყველაზე ხელმისაწვდომი იყო. მას შემდეგ Mirage–ს პატრონებმა 670 000 კილომეტრი გაიარეს და სერიოზული პრობლემა ერთხელაც არ შექმნიათ.

ჯერი და ჯენის ჰიუსებმა ავტომობილი 13 000 დოლარად შეიძინეს. ხუთკარიანი მოდელი ამერიკულ ბაზარზე არსებულ ავტომობილთაგან ყველაზე ბიუჯეტური იყო. მოდელი 1,2 ლიტრის ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი და 75 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

6 წლის განმავლობაში მანქანას ყოველდღიურად იყენებდნენ და კაპიტალური რემონტი მას ერთხელაც არ დასჭირვებია. გეგმიური განახლებებიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. 240 000 კილომეტრიანი გარბენის შემდეგ მოდელს საბურავები შეუცვალეს, ხოლო 400 000 კილომეტრზე კი სტარტერის განახლება გახდა საჭირო. როგორც მეპატრონეები ირწმუნებიან, ძრავი და ტრანსმისია დღემდე არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია.

როდესაც Mitsubishi–ს დილერებმა რეკორდსმენი Mirage–ს შესახებ გაიგეს, წყვილს მისი შესყიდვა შესთავაზეს. სანაცვლოდ კი ახალთახალი Mirage დიდი ფასდაკლებით გადასცეს. მოძველებულ მოდელს კომპანია სარეკლამო რგოლებისთვის გამოიყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები