LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გრძელვადინი ახალი წელი წელს საირმეში იქნება – ის „საახალწლო კურორტად” გადაიქცევა

420
IMG-5046

ყველაზე გრძელვადინი ახალი წელი საქართველოში წელს საირმეში იქნება – ის საახალწლო კურორტადგადაიქცევა.

25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე საირმე შესთავაზებს დამსვენებლებს უამრავ აქტივობას – საშობაო ორცხობილების, ხელნაკეთი მამალოებისა და ლადო აფხაზავას მასტერკლასებს, არტ თერაპიას, თოვლის ბაბუა და ელფები კი მუდმივ რეჟიმში გაართობენ პატარებს. ამავე დროს, მშობლები ისიამოვნებენ ცხელი შოკოლადით, არომატული გლინტვეინით, საახალწლო ტკბილეულით, შეძლებენ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის შეძენას. ყოველდღე კურორტი შესთავაზებს დამსვენებლებს სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს, კინოჩვენებებს, კარაოკე საღამოებსა და უამრავ სხვა გასართობს.

წელს საირმე შექმნის იდეალურ სადღესასწაულო გარემოს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, ახალგაზრდა წყვილებისთვის.

კურორტი საირმე არის ადგილი, სადაც სტუმრებს ჩამოსვლისთანავე შეექმნებათ საახალწლო განწყობა და მიეცემათ საშუალება, ზღაპრულ გარემოში სასიამოვნოდ გაატარონ დრო და თვითონაც ამ ზღაპრის მონაწილე გმირები გახდნენ.

რაც შეეხება უფრო დეტალურად 20 დღიან პროგრამას, ის ასეთია:

25 დეკემბრიდან მხიარული სანტა პატარებს საშობაო ზღაპრის გმირებად აქცევს.  ყოველდღე ბავშვები ელფების დახმარებით, სხვადასხვა შემეცნებითი თამაშებით ახალ 2020 წელს განსაკუთრებულად შეხვდებიან.

31 დეკემბრის ღამეს გაიმართება რეზო და ბავშვების კონცერტი, გათამაშდება უამრავი პრიზი, მათ შორის ერთკვირიანი საგზური საბერძნეთში. ბავშვებისთვის ამავე ღამეს ჩატარდება ელფების კარნავალი.

„მათ, ვისაც სურს განსაკუთრებულად შეხვდნენ ახალ 2020 წელს, ველით საირმეში! ნომრების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 0322 40 45 45“, – აცხადებენ კურორტ საირმეს მენეჯმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები