ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი ნორვეგიაში გაიხსნა. აუტანელი ყინვის მიუხედავად გახსნის ცერემონიას მაინც უამრავი ადამიანი დაესწრო და მსურველებმა ახალთახალ ხიდზე გაისეირნეს კიდეც.
როგორც ცნობილია, კონსტრუქციას ჩინური კომპანია მთელი 6 წლის განმავლობაში აგებდა და სამუშაოებზე ერთდროულად 4 ქარხანა მუშაობდა. ხიდის სიგრძე 1500 კმ-ს აღწევს და ის აეროპორტამდე მისასვლელ გზას ერთი-ორად ამცირებს. გარდა ამისა, ადგილობრივები მეზობელ შვედეთშიც უფრო მარტივად გადავლენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ხიდები ძალიან უყვართ და არც დაკიდული ხიდი არ არის მათთვის დიდი სიახლე.