ლოურენს გრეგორი უოტკინსი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახელის მქონე ადამიანი გახდა. Free Press Journal-ის ინფორმაციით, მამაკაცმა თავისი სტატუსი ოფიციალურადაც დაადასტურა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
ახალ ზელანდიელმა მამაკაცმა სახელის შეცვლის შესახებ განცხადება 1990 წლის 8 მარტს შეავსო და მოგვიანებით იუსტიციის სახლშიც დაარეგისტრირა. მისი სრული სახელი მას შემდეგ დაახლოებით 2300 სახელისგან და ერთი გვარისგან შედგება.
როგორც გინესის რეკორდსმენი ამბობს, ყოველდღიური მოხმარებისთვის სიიდან ის სახელები შეარჩია, რომელიც მისი ოჯახისთვის განსაკუთრებით ფასეულია. ის ასევე აღნიშნავს, რომ გინესის წიგნში მოხვედრით ძალიან ამაყია.
მამაკაცის ოფიციალურ დაბადების მოწმობაში ისეთი სახელების პოვნაცაა შესაძლებელი, როგორიცაა – ჰანიბალი, შერი, ნაპოლეონი, ნარცისი და შერლოკი.