LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე გემრიელი პასკა ბეკოს ღუმელში ცხვება” – კომპანიამ ფასდაკლების აქცია დაიწყო

136

ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ სააღდგომოდ ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე გემრიელი პასკა სწორედ ”ბეკოს” ღუმელში ცხვება.

”ამიტომ, მთელი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციას ვთავაზობთ. ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ჩასაშენებელი კომპლექტის შეძენა 923 ლარიდან. აღნიშნული ტექნიკის ყიდვის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მიკროტალღურ ღუმელს საჩუქრად”, – აცხადებენ ”ბეკოში”.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს აქციის ფარგლებში განსაკუთრებულ ფასად ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენაც შეუძლია. ”1059 ლარის ღირებულების ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ამჟამად ჩვენს ქსელში 499 ლარად იყიდება. აქცია ძალაშია აპრილის თვის განმავლობაში”, – განმარტავენ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიაში.

 

„ბეკოს“ შესახებ

“ბეკო“ არის კომპანია Arçelik-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გლობალური პრემიუმ-პარტნიორი. ის აწარმოებს დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კონდიციონერებს და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. „ბეკო“ არის ევროპაში, „თეთრი ტექნიკის“ სექტორში ცალკე მდგომი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდი და 2000-2016 წლებში ევროპულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი გახდა. საკუთარი წამყვანი პოზიციების წყალობით „ბეკო“არის გაერთიანებული სამეფოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და საფრანგეთის ცალკე მდგომი ტექნიკისა და პოლონეთის „თეთრი ტექნიკის“ მთლიან ბაზარზე საუკეთესო პოზიციები უკავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები