LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე განათლებული ადამიანი იტალიაში ცხოვრობს

280

მსოფლიოში ყველაზე განათლებული ადამიანი იტალიაში ცხოვრობს. გინესის რეკორდების წიგნმა ეს ტიტული 70 წლის პროფესორ ლუჩანო ბაიეტის მიანიჭა. პროფესორმა ასეთი წოდება თავისი დიდი გამოცდილების გამო მიიღო. ლუჩანოს 15 დიპლომი, ლინგვისტის, იურისტის, ფილოსოფოსისა და ფიზიკოსის სერტიფიკატები აქვს  მიღებული. რამდენიმე თვის წინ კი მან ტურიზმის მენეჯმენტში მაგისტრატურაც დაამთავრა.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი გინესის წიგნში ჯერ კიდევ 2002 წელს მოხვდა, თუმცა მაშინ მას მხოლოდ 8 დიპლომი ქონდა. ბოლო წლებში იტალიელმა თავისი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გააუმჯობესა და ყველაზე განათლებულის სტატუსი კიდევ ერთხელ მიიღო.

საინტერესოა, რომ ლუჩანო ამჟამად კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადის და გაჩერებას მომავალშიც არ აპირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები