LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძლიერი მასელქარი დრაგში Porsche 911-სა და Nissan GT-R-ს შეაჯიბრეს

10

კუპე Dodge Challenger Hellcat, რომელიც ყველაზე სწრაფ და ძლიერ სერიულ მასელქარად ითვლება, დრაგში Porsche 911 Turbo S-სა და Nissan GT-R-ს შეაჯიბრეს. ამის შესახებ Autocar-ი და დრაგის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

ყველაზე ძლიერი მოდელი აღჭურვილია 717 სიძლიერის, რვა ცილიდრიანი 6.2 ლიტრის ტევადობის ძრავით, რომელსაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 320 კილომეტრ/საათს.

Porsche 911 Turbo S კი წარმოდგენილი იყო 3.8 ლიტრიანი, ბიტურბო, ექვცილინდრიანი ძრავით, რომელიც 560 სიმძლავრისაა და შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის განვითარება 3.1 წამში.

რაც შეეხება Nissan GT-R 2015-ს, მოდელი წარმოდგენილია 550 სიმძლავრის ტვინ-ტურბო ექვსცილინდრიანი ძრავითა და ექვსსიჩქარიანი ,,რობოტით’’, რომელსაც შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის მიღწევა 2.7 წამში.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები