LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი საცობები ევროპაში პოლონურ ქალაქ ლოძში იყო

42
traffixpoland

2020 წელს კორონავირუსის პანდემიითა და ლოკდაუნით დამძიმებულ რეალობაში, ევროპულ ქალაქთაგან ყველაზე მეტად ლოძი „იდგა“. გზების გადატვირთულობის მსოფლიო რეიტინგში დასახლებამ მე–14 ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე კი მსოფლიო ქალაქთაგან მოსკოვი გავიდა. ასეთია გზების გადატვირთულობის რეიტინგი Traffic Index, რომელსაც ნიდერლანდური კომპანია TomTom ყოველ წელს ადგენს.

ექსპერტთა შეფასებით, ლოძში საშუალო სტატისტიკურ მძღოლს საცობში 6 დღის და 7 საათის გატარება მოუწია. ეს კი მხოლოდ 5%–ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის მაჩვენებელი. საქმე ისაა, რომ პოლონური ქალაქი საცობების მაჩვენებელით 2019 წელსაც ლიდერთა სამეულში იყო.

რაც შეეხება მსოფლიო ლიდერს, მოსკოველ მძღოლებს 2020 წელს საცობში 8 დღისა და 8 საათის გატარება მოუხდათ.

რაც შეეხება სიის ბოლოს, საცობების მხრივ ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელი ევროპულ დასახლებათაგან  ესპანური კადისი გახდა და კადისელ მძღოლებს გზებზე უძრავად მხოლოდ 20 წუთის გატარება მოუხდათ. ზოგადად კი სიის ბოლოში ამერიკული ქალაქები აკრონი და გრინსბოროუ განთავსდნენ.

რეიტინგის ავტორებმა დააზუსტეს, რომ 2020 წლის შეჯამება საგზაო ინფრასტრუქტურის კომფორტულობაზე მეტად, საკარანტინე წესებისა და მათი დაცვის გამომხატველია. პირველად ათწლიანი დაკვირვების ისტორიაში ქალაქების უმრავლესობაში საცობები შემცირდა. მანამდე კი როგორც წესი, ავტომობილთა რაოდენობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იმატებდა.

და ბოლოს, სპეციალისტებმა 57 ქვეყნის მასშტაბით 416 ქალაქი შეისწავლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები