LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების მიმართულებით – გიორგი კვირიკაშვილი

81

“ქვეყანაში, 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პარტიის შექმნა და უდიდესი გარდატეხა მოხდა ქვეყნის მმართველობის სტილში და ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სრულიად სხვა პოლიტიკური გარემო, განსხვავებული იმისგან, რაც იყო მანამდე, ამ გარდატეხებმა დღეს მოიტანა შედეგები, რომლითაც ყველა ჩვენგანმა სამართლიანად უნდა იამაყოს,”- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ყველაზე დიდი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს შექმნის მიმართულებით.

“დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად სხვა დონეზეა დაცული ადამიანის უფლებები, თითოეული მოქალაქის საკუთრების უფლება და იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო 2012 წლამდე, დღეს ადგილი აღარ აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით, სადაც იყო ყველაზე მტკივნეული ჩავარდნები – ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ამ მიმართულებებით ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ამ მიმართულებებით ჩვენ დღეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ შემდგომ დახვეწას, როგორც ჯანდაცვის სფერო,ასევე ყველა სხვა მიმართულება საჭიროებს. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმოსვლა არის თავისუფალი. დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ეს არის პირველ რიგში ევროკავშირის პოლიტიკური ნდობა საქართველოს მოსახლეობისა და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის დინამიკა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამის მთავარი წინაპირობაა ის თავისუფლება, რომელიც ქვეყანაშია, საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხი და რა თქმა უნდა, სტაბილურობის ის დონე, რომელიც ქვეყანაში დამყარდა იმ გონივრული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფება ახორციელებს,”- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები