ჩენინგ ტატუმი და ტომ ჰარდი Universal Pictures-ის პროექტში ერთიანდებიან. ეს ვარსკვლავების პირველი კოლაბორაციაა და წინ საოცარი ტანდემი გველოდება.
აღსანიშნავია, რომ 41 წლის ჩენინგი და 44 წლის ტომი რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ დრამაში მიიღებენ მონაწილეობას და ფილმის პროდიუსერებიც თავად იქნებიან. ჯერჯერობით ფილმზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ფილმი ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციის შესახებ იქნება.
ფოტო: ახალი ვარსკვლავური წყვილი – ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი ერთმანეთს ხვდებიან