LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე „ცხელი“ სპორტქარი კალიფორნიის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დააფიქსირეს

57

ამერიკელებმა ახალი Porsche 911-ის გადაღება შეძლეს. ყველაზე „ცხელი“ სპორტქარი კალიფორნიის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დააფიქსირეს და რაც ყველაზე საინტერესოა, ავტომობილი კამუფლაჟის გარეშე იყო.

Porsche 911-ის პროტოტიპი წითელი ფერის საღებავით, ე.წ. Guards Red-ითაა შეღებილი და 20 დიუმიანი RS Spyder-ის საბურავები აქვს. გარეგნულად ავტომობილი თავის წინამორბედზე უფრო განიერი ჩანს და ძარის უკანა ნაწილის დიზაინი Cayenne-სა და Panamera-ს წააგავს.

შეგახსენებთ, რომ სპორტქარის გადაღება პირველად ზამთარში შეძლეს და მის შესახებ ინფორმაციაც სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა. სიახლემ 640 ცხენის ძალა მიიღო და მისი მოდიფიკაცია, მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის Porsche 911-ის სერიულ ხაზში პირველი ჰიბრიდული მოდელი გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები