კიმ და კორტნი კარდაშიანებმა შვილებთან და მეგობართან ერთად დღე “დისნეი ლენდში” გაატარეს.
ისინი ატრაქციონებზე გაერთნენ და ცნობილი ზღაპრების გმირებთან ფოტოები გადაიღეს.
“მიკი მაუსის სახლში თითქმის ნახევარი საათი დაყვეს, ძალიან მხიარულები არიან” – ამბობს “დისნეი ლენდის” თანამშრომელი.
“მხიარული დღე იყო, ყველაზე ბედნიერი ადგილი დედამიწაზე” – ასე გადმოსცეს ემოცია სოციალურ ქსელში დებმა.