ამერიკულმა გამოცემა Consume Reports–მა სხვადასხვა ბრენდის ყველაზე უიღბლო მოდელებს მოუყრა თავი. ექსპერტებმა ავტომოყვარულებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მაშინაც კი როცა არჩევანს კარგი რეპუტაციის მქონე მწარმოებელზე აჩერებენ, შესაძლოა ხელში არასანდრო მოდელი – მთელ სერიაში გამორეული ერთი წარუმატებელი ავტომობილი შერჩეთ. სწორედ ამიტომ, მათ 500 ათასზე მეტი ავტომფლობელი გამოკითხეს და ყველაზე არასასურველი მოდელების რეიტინგიც შეადგინეს. დათო ნომრები მივუწერე რომ ფოტოები აიღო და ეს წარწერებიც ფოტოებს მიაყოლე, ან ზედ დააწერე, როგორც გინდა.
ბრენდი Volvo ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა, ამიტომ ყველაზე უსაფრთხოთა ბოლო პოზიცია სწორედ მას ერგო. მის ყველაზე ცუდ მოდელად კი სედანი S90 აღიარეს.
სიაში ერთ–ერთი ლიდერი გახდა ასევე Caddilac–იც და მისი ყველაზე არასანდო მოდელი – ATS აღმოჩნდა.
Tesla–ს ელექტრომობილების ხარისხი რომ საუკეთესო არ არის, ამაზე არაერთი ავტოექსპერტი საუბრობს და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მეორად ბაზარზე მოხვედრის შემდეგ მოდელებს ფასი ძალიან სწრაფად უვარდებათ. მათ შორის ყველაზე პრობლემური კი – კროსოვერი Model X–ია.
Chysler უსაფრთხოთა სიაში მხოლოდ 24–ე პოზიციას დასჯერდა და ყველაზე ცუდ მოდელად – Pacifica დაასახელეს.
Chevrolet ცოტა უფრო ზემოთ მოექცა და ყველაზე პრობლემური მოდელი Traverse აღმოჩნდა.
Jeep და მისი Compass – კვლავ სეროზული საფრთხე და სანდოობის დაბალი მაჩვენებელი.
და ბოლოს, 22– რეიტინგის პირველ პოზიციას Lexus იკავებს და მისი ყველაზე არასანდრო მოდელი IS–იც კი ძალიან სანდოდ ითვლება.