LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას, ვინც აღდგომას სახლში არ დარჩება, კარანტინი ემუქრება – კენტუკის გუბერნატორი მოსახლეობას აფრთხილებს

136
BeFunky-collage (9)

აშშ-ის შტატ კენტუკის გუბერნატორი მოსახლეობას აფრთხილებს არ დაარღვიონ ხელისუფლების მიერ სახლში დარჩენის ბრძანება და არ შეიკრიბონ აღდგომას. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

ენდი ბეშერის განცხადებით, ყველას ვინც აღდგომის დღესასწაულზე შეკრებებში მონაწილეობას მიიღებს, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხი ერთ შენობაში შეიკრიბოს, რადგანაც ასე ვრცელდება ინფექცია და ასე იღუპებიან ადამიანები, ალბათ, ხვდებით, რომ ასეთ დღეებშიც კი არ შეიძლება გვქონდეს ნებისმიერი ტიპის შეკრებები, “-  განაცხადა გუბერნატორმა.

არსებული ინფორმაციით, შტატის მასშტაბით  7 ეკლესია მაინც აპირებს სააღდგომო მსახურება ჩაატაროს.

აშშ ისევ COVID-19-ის გავრცელების მთავარი ეპიცენტრია. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, აქედან 18 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ ნიუ-იორკშია — 5 820.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, აქედან 18 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა

რაც შეეხება კენტუკის შტატს, ამჟამად აქ კორონავირუსით ინფიცირების  1 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 90 ადამიანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები