LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ვალია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას: ირაკლი კობახიძე

85
ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის წევრობის კითხვარის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას.

კობახიძის განმარტებით, ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას.

კობახიძის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობაა, საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს დემოკრატიული სისტემა, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და აამაღლოს კეთილდღეობის ხარისხი ქვეყანაში.

პრეზიდენტი: ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა – უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, რომ არა თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა

ბურთი საქართველოს მოედანზეა – დიდი და რთული სამუშაო იწყება: კარლ ჰარცელი

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი.

ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას.

ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას.

საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების” თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი.

ამ მიზნის მისაღწევად ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე ათწლეულების მანძილზე უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობაა, საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს დემოკრატიული სისტემა, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და აამაღლოს კეთილდღეობის ხარისხი ქვეყანაში. ამისათვის გატარდება ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განამტკიცებს ჩვენს კონსტიტუციურ სისტემას და ქართულ ეკონომიკას ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად სწრაფად დააახლოებს.

ამ ამოცანების შესრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კითხვარიც და პასუხებიც საჯარო უნდა იყოს – უნდა ვიცოდეთ რა უპასუხა ხელისუფლებამ, ჩვენი სახელით ევროკავშირს: ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე

კითხვარის გადმოცემით კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რათა ევროპული არჩევანი შეუქცევადი გამხდარიყო – მაკა ბოჭორიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები