Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე “ – ზურაბ გურული – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე “ – ზურაბ გურული

529
guruli201117-2020-11-17-10-21-59-082736

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებით საბჭომ FDA-ს მისცა შესაძლებლობა, ავტორიზებული გაეხადა ვაქცინაცია აშშ-სთვის.კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. კომიტეტის ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა.

გადაწყვეტილებას აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა.

დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.

ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ… იქნებ ..  იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ … იქნებ …

დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.

კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.

ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?

როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.

ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.

შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.

მაგრამ, მაინც … ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?

ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე“- წერს ზურაბ გურული.

რატომ არის ამერიკის ჯანდაცვა პანდემიის მართვის საუკეთესო მაგალითი – ზურაბ გურულის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები