LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ამას ვეხვეწებოდი, დაწყებული ქუმსიშვილიდან – რას ითხოვს რომან კაკულია მთავრობისგან

77
36536881-900370500171003-2016504621693927424-o (1)

ეკონომიკის მინისტრების ხშირი შეცვლა და მისი უარყოფითი შედეგი – უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია თვლის, რომ ასეთი ხშირი ცვლილელები კარგი არ არის.

მან “ფორტუნას” “დღის თემაში” განაცხადა, რომ ყველა მინისტრისგან რეგიონულ კვლევას ითხოვდა, თუ რომელი სფეროებია ყველაზე პერსპექტიული.

“ყველა მინისტრს ეუბებოდი, მომეცით რეგიონული კვლევა, ქუმსიშვილიდან დაწყებული, ნათია თურნავასთანაც ამაზე მაქვს საუბარი.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, არ უნდა შეგეშალოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რეგიონული პრიორიტეტები.

მე და ნათია თურნავა ახლა ვმუშაობთ, რომ დონორებთან არსებული პრაქტიკა განვაზოგადოთ. ანუ ვნახოთ მათ მიერ დაფინანსებული პროექტებიდან, რომელი იყო ყველაზე წარმატებული და მომგებიანი“, – აცხადებს კაკულია.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით.

კაკულია აქცენტს განათლებაზეც აკეთებს და ამბობს, რომ ის კონკრეტულ, მოთხოვნად კვალიფიკაციებზე უნდა იყოს მორგებული.

უმრავლესობის დეპუტატი ამ კონტექსტში დამწყები ბიზნესმენების დაფინანსების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არაა. 

“არის პროგრამები, სადაც მაგალითად, საპროცენტო განაკვეთს აფინანსებენ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. სულ რომ ვალი არ მოსთხოვო, მაინც შეიძლება ის ფეხზე ვერ დადგეს ფეხზე“, – აცხადებს კაკულია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები