LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანაირი შეზღუდვა ურტყავს ისედაც დაშლილ და ბოლომდე განადგურებულ ეკონომიკას: ვატო სურგულაძე

83
ვატო სურგულაძე

„ყველანაირი შეზღუდვა ურტყავს ისედაც დაშლილ და ბოლომდე განადგურებულ ეკონომიკას, “ – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა. მისი განცხადებით, კომენდანტის საათის 9 საათზე დაწყება სრულიად აზრსმოკლებულია, რადგან ადამიანებს ფაქტობრივად 8 საათზე სახლში უწევთ წასვლა.

ის ასევე აცხადებს, რომ მთავრობა არსებულ რისკებს ვერ აფასებს. მაგალითად სურგულაძეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე კომენდანტის საათის არ გაუქმება მოჰყავს. მისი თქმით, იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ გათვალა რა ამინდი იქნებოდა, ტაძარში მისულ ადამიანებს წვიმის გამო ეკლესიაში შესვლა მოუწიათ, სადაც დისტანციის დაცვას ვერ ახერხებდნენ.

შეზღუდვების დაწესება და კომენდანტის საათი არ ამცირებს ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას. ეს მონაცემები მაინც გვექნებოდა. კომენდანტის საათი 9 საათიდანაა, რატომ არ შეიძლება იყოს 12 საათიდან?

რესტორნები, კვების ობიექტები და ფიტნეს ცენტრები გავხსენით და 8 საათზე ადამიანი პრაქტიკულად უნდა წავიდეს, რომ სახლამდე მისვლა მოასწროს. რა აზრი ჰქონდა ამას? ყველანაირი შეზღუდვა ურტყავს ისედაც დაშლილ და ბოლომდე განადგურებულ ეკონომიკას. კიდევ დამატებითი შეზღუდვები კიდევ დაარტყავს.

ქვეყანას, რომელსაც 3 მილიონიანი შემოსავალი აქვს ტურიზმიდან, რომელ ტურიზმზე ვსაუბრობთ, როცა კომენდანტის საათია?

სამართლიანობა უნდა იყოს, თუ კანონია ყველასთვის უნდა მოქმედებნდეს, რაც შეიძლება მეტი რეგულაციები უნდა იყოს, ნიღბის ტარება, დისტანცია, რაოდენობა ადამიანების შესაბამის კვადრატულ მეტრობაზე. ეს თუ იქნება დაცული ბევრი შეზღუდვა შეიძლება მოიხსნეს. 

აღდგომის დღეს საკომენდანტო საათი არ მოხსნეს, წამოვიდა წვიმა და ხალხს მოუწია ეკლესიაში შესვლა, სადაც დაირღვა დისტანციის დაცვა“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ვატო სურგულაძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესაძლოა კოვიდპასპორტები დაწესდეს. მისი განმარტებით, აღნიშნული პასპორტი საზოგადოებას აცრისთვის ისეთ სტიმულს არ მისცემს, „როგორც ჩვენი ჯანდაცვის მესვეურებს მიაჩნიათ მიაჩნიათ“.

კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია, კონცეფციას ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ: ამირან გამყრელიძე

„ბევრი რისკებია გასათვლელი და მე ეჭვი მეპარება, რომ ამ მთავრობამ შეძლოს ამის გაკეთება. ელემენტარულად სასაფლაოებზე ხალხის  მისვლა-მოსვლა ვერ გააკონტროლა და კომენდანტის საათს ვერ ხსნიან. რისკებია გასათვლელი, რას გამოიწვევს ეს, რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ე.წ. მწვანე პასპორტით, როგორ გააკეთებენ, როგორ აღრიცხავენ.

ანალიზი არ გამიკეთებია და არ ვიცი რამდენად კარგი ან ცუდი იქნება. დაფიქრება სჭირდება და „უიმე რა კარგია“, არ მისცემს ეს პასპორტი საზოგადოებას ისეთ სტიმულს, როგორც მიაჩნიათ ჩვენი ჯანდაცვის მესვეურებს“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.