LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველანაირად ხელს შევუწყობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა აღსრულდეს კანონი” – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

118
რაჟდენ კუპრაშვილი

არ რჩება თანამდებობის პირის, ასე ვთქვათ, დეკლარაცია, რომ არ ხდებოდეს მისი მონიტორინგი და შემოწმება, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოდელი ერთ-ერთ კარგ მოდელად არის შეფასებული ყველა კვლევაში.

„არ რჩება თანამდებობის პირის, ასე ვთქვათ, დეკლარაცია, რომ არ ხდებოდეს მისი მონიტორინგი და შემოწმება. ამ მიმართულებითაც ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება სიახლე. ჩვენ დაახლოებით 5 კადრი დავამატეთ მონიტორინგის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვსწავლობთ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს დღეს და მივაქცევთ ყურადღებას მომავალში იმ განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაციების დაცვას, რაც არასრუწლოვნებთან არის დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

შემდგომი მიმართულება, ეს გახლავთ პოლიტიკური პატიების გამჭვირვალობა. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ინსტიტუციური მეხსიერება არ გვაქვს, მაგრამ აუდიტის სამსახურთან უკვე ვმუშაობთ, გავიარეთ ის ანგარიშები, ის განვლილი გზა, რაც ამ დეპარტამენტს გააჩნდა თავის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება შემდეგი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა აღსრულდეს კანონი, საჭიროების შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი მათთვის იქნება ხელმისაწვდომი, რათა გადამზადდეს ის კადრები, ვინც უნდა მოამზადოს ეს ანგარიშგების დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშის ამსახველი დოკუმენტები და კვალიფიციურად იქნას წარმოდგენილი, რათა აღსრულდეს კანონი.

იმერეთში მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების ნაწილში დარღვევები და ფაქტობრივი უზუსტობები აღმოჩნდა - TI

მათი ინფორმაციით, განხილული დეკლარაციებიდან 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.

ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო სიღრმისეულად წავიდეთ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს აღნიშნული ინფორმაციების დამუშავება. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც დაგვეხმარება მოვახდინოთ დიგიტალიზაცია ამ მიმართულების, რაც იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის და უფრო დააჩქარებს ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაოს“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება, მანამდე კი შესწავლილ იქნა ევროპის საუკეთესო გამოცდილება.

 

პრემიერი – დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”