LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ ვიცოდით, რომ დიდი თოვლი იყო მოსალოდნელი, დაეყარათ წინასწარ ტექნიკური მარილი: ალეკო ელისაშვილი

111
ელისაშვილიიიიი

თოვლი მოვიდა და პარალიზებულია მთელი საქართველო. ამის შესახებ, მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფარსტრუქტურის სამინისტრო არაეფექტური სამინისტროა და ამას დღევანდელი დღე ადასტურებს. ასევე, ინტერესდება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რატომ არ უზრუნველყო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა.

“რა მაგრა მუშაობს ესეიგი ინფრასტეუქტურის სამინისტრო, რამდენიმე დღით ადრე ყველამ ვიცოდით, რომ დიდი თოვლი იყო მოსალოდნელი, რა უნდოდა წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი. დღევანდელი დღეა ილუსტრატორი, როგორი არაეფექტურია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს კითხვა დავუსვი არ იცოდით, რომ თოვლი მოვიდოდათქო, თუ იცოდნენ რა თადარიგი დაიჭირეს, როცა ასეულობით მაქანაა მთელ საქართველოში დამტვრეული და გადაადგილებაა გართულებული” – აღნიშნა, ელისაშვილმა.