ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად“, კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო შეძლებს რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს…ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე კალიულაიდმა Европейская правда-ს უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება.