LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ იცის, რომ ის სხვა მოდელზეა შეყვარებული“ – რას აცხადებს ინსაიდერი ნაომი კემპბელისა და მოჰამედ ალ ტურკის რომანის შესახებ

147
page

ნაომი კემპბელისა და არაბ კინოპროდიუსერის, მულტიმილიონერ, მოჰამედ ალ ტურკის რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ „დეილი მეილის“ ლეგენდარული ტოპ-მოდელთან დაახლოებულმა პიტმა განუცხადა.

„მათ არ აქვთ რომანი, ყველამ იცის, რომ მოჰამედი სხვა მოდელზეა შეყვარებული, ნაომი მარტოა და მხოლოდ შვილებსა და კარიერაზე ფიქრობს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, მოდელისა და მულტიმილიონერის რომანის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც ისინი ერთად „ბაფტას“ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ.

შეგახსენებთ, ლეგენდარული ტოპ მოდელი რობერტ დე ნიროს, ჯერარდ ბატლერს, ტერენ ჰოვარდს, მაიკლ ტაისონს და რუს მილიონერ, ვლადისლავ დორონინს ხვდებოდა. თუ ვისგან ჰყავს მოდელს ორი შვილი, ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

რობერტ დე ნირო, ჯერარდ ბატლერი, მაიკლ ტაისონი და სხვები – ნაომი კემპბელის რომანები და მისი ახალი არაბული გატაცება – მოჰამედ ალ ტურკი 

ნაომი კემპბელის შვილების მამაა? – მედია მოდელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანის შესახებ წერს 

ფოტო/ვიდეო: ნაომი კემპბელი სამუდამოდ! – „შავმა პანტერამ“ „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე ქარიშხალი დაატრიალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები