2023 წლის მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, მამის დაჭრის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დაზარალებული ბექა გრიგორიადისი, რომელსაც საქმის განხილვისას პრეტენზია არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ და სასამართლოსგან მის დასჯას არ ითხოვდა, მოსამართლის გადაწყვეტილებას საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება და წერს:
მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო“. მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
„ყველამ გაითავისეთ, ლაზარეს რომ ეძალადა ჩემზე და მე მწყენოდა მისგან ეგ საქციელი, ასე თავგანწირვით არ ვიბრძოლებდი მისთვის, აქ სასამართლო სისტემა და რეჟიმი ყველაფერს ისე აკეთებს, რაც მას სურს.
2 წელი რომ შემოდებ საქმეს თაროზე და მერე გამოიყენებს საკუთარი ბინძური საქმეებისთვის, აი, მაგაშია დიდი პრობლემა, მე ვპირდები რუსულ რეჟიმს და მაგისთვის თავიც გადავდე, დაგშლით მარტივ მამრავლებად ბოროტო სულებო,
თავისუფლება ჩემ ლაზარეს, მაგარ კაცს“, – წერს ბექა გრიგორიადისი.