,,ყველამ გაიგოს რომ 95 წლის ვარ და ჯანმრთელი ვარ , მადლობა თქვენ’‘ – ამ ემოციური სიტყვებით დატოვა ჯეოჰოსპიტალსის დუშეთის სამედიცინო ცენტრი 95 წლის პაციენტმა, რომელმაც 2 კვირიანი მკურნალობის შედეგად კოვიდი დაამარცხა.
ბატონი გოგალი ახლა უკვე შვილთან ერთად ისევ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება ბარისახოში.