LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფრის მიღწევა შეიძლება, რასაც გონებით შეიცნობ და დაიჯერებ!” – ნაპოლეონ ჰილის ცნობილი გამონათქვამები

8689
napoleon-hill-fe-750x400

,,წარმატების ფსიქოლოგად” წოდებულმა ჟურნალისტმა და ფილოსოფოსმა ნაპოლეონ ჰილმა მსოფლიო ბესტსელერად ქცეული ნაშრომით ,,იფიქრე და გამდიდრდი” მოიპოვა პოპულარობა, მანვე განახორციელა პრაქტიკაში ცნობილი მოსაზრება ,,ის ხარ, რასაც ფიქრობ”, რომელიც მოტივაციისა და პოპ-ფსიქოლოგიის მრავალმილიარდიანი ბიზნესის მთავარ პრინციპად იქცა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • ყველაფრის მიღწევა შეიძლება, რასაც გონებით შეიცნობ და დაიჯერებ!
  • მუდმივად გამარჯვებაზე იფიქრე და მარცხზე ფიქრისთვის დრო აღარ დაგრჩება.
  • ნურასდროს გექნება თანამშრომლობის იმედი, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც ჩამოგრჩება და შენც გაგაჩერებს.
  • სიღარიბე სხვა არაფერია, თუ არა პასუხი შენს სიზარმაცესა და გულგრილობაზე.
  • მაშინ კვდება ადამიანი, როცა საკუთარი თავი ებრალება და ყველა მარცხს გამართლებას უძებნის.
  • სინამდვილეში არა ცოდნა ფასობს, არამედ მისი გამოყენების უნარი.
  • რაც უფრო თავდაუზოგავად ივლი წარმატებისკენ, მით უფრო სწრაფად მიუახლოვდები. სამწუხაროდ, ბევრი სწორედ მაშინ ნებდება, როცა მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება გადასადგმელი, არადა ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც მის მაგივრად გადადგამს ამ ნაბიჯს.
  • ნებისმიერი მიზნის ათვლის წერტილი – სურვილია, რაც უფრო მეტად გინდა, მით უფრო წარმატებული იქნება შედეგი.
  • ოსტატობა პრაქტიკით, გამოცდილებით მიიღწევა და არა ინსტრუქციის კითხვით!
  • განსაზღვრე საკუთარი მიზნები! იმუშავე მათ მისაღწვად! აკონტროლე ემოციები, იმოქმედე გაბედულად და თვითონ გახდები საკუთარი ბედის განმკარგავი!
  • მხოლოდ მაშინ იპოვი პასუხს, თუ მართლა დაიწყებ მის ძებნას!
  • ყოველთვის მოძებნი გზას, თუ ზუსტად გეცოდინება საით გაქვს გეზი აღებული.
  • თუ დიდი საქმეებისთვის არ ხარ დაბადებული, წვრილმანებშიც შეგიძლია წარმატების მიღწევა.
  • ნურასდროს ჩაუსაფრდები უსიამოვნებას, რადგან ყოველთვის მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე მოდის.
  • ამბობენ, ფულში არ არის ბედნიერებაო, არადა სწორედ ფულზეა დამოკიდებული ჯანმრთელობა, სიამოვნება და სულის სიმშვიდე.
  • ადამიანს ვერასდროს აიძულებ დანებებას, თუ თვითონ არ დანებდა და პირველ რიგში, საკუთარ ფიქრებში.
  • სინამდვილეში, ყველა მარცხი წყალობაა, რადგან იმას გასწავლის, რასაც სხვანაირად ვერ ისწავლიდი.
  • მარტო იმას ჰკითხე რჩევა, ვინც სიმართლეს გეტყვის, რადგან ცრუ ქათინაური მხოლოდ ხელს გიშლის განვითარებაში.
  • თუ შუა გზაზე ტოვებ საქმეს, ე.ი. ზარმაცი ხარ, ზარმაცი კი, ვერასდროს გაიმარჯვებს.

 

 

პოპულარულები