LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერში დამნაშავე ანჯელინაა“ – ბრედ პიტზე დევნა დაიწყო – უახლესი დეტალები

485
page

მიმდინარე კვირის ერთ-ერთი ყველზე აქტუალური საკითხი ბრედ პიტისა და მისი შვილის დაძაბული ურთიერთობაა. როგორც ცნობილია, პიტისა და ჯოლის 19 წლის ვაჟმა, პაქსმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მამას აკრიტიკებს და მას მსოფლიო დონის ნაძირალას უწოდებს. აღნიშნულმა ინფორმაციამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შოუბიზნესი მოიცვა.

ბრედ პიტის პასუხი ვაჟს, რომელმაც მას „მსოფლიო დონის ნაძირალა“ უწოდა

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, 59 წლის მსახიობი პაპარაცებმა პირველად გადაიღეს. ის შესანიშნავ ხასიათზე იყო. პარალელურად გავრცელდა ინსაიდერის ახალი ინტერვიუც.

„ბრედზე დევნა დაიწყო. მას პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ…ის დამწუხრებულია, რომ შვილთან ურთიერთობა ასე დაეძაბა. ბრედ პიტის მეგობრები ყველაფერში ანჯელინა ჯოლის ადანაშაულებენ, მათი აზრით, შვილები  მამის წინააღმდეგ, სწორედ მან განაწყო“, – აცხადებს წყარო.

„მოვა დრო და მსოფლიო სიმართლეს გაიგებს” – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვაჟმა მამას მსოფლიო დონის ნაძირალა უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები