“ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე მიჩქმალოს. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბოლომდე გაგვანადგურონ, რათა საზოგადოებისთვის არ იყოს ნათელი მიმდინარე პროცესი”, – ამის შესახებ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა მედიას განუცხადა.
მისივე თქმით, ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს.
სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო
“ველოდებით საბოლოო სამედიცინო დასკვნას, რადგან მას[ სოსო გოგაშვილს] სუნთქვის პრობლემა ჰქონდა. დაგდების და დარტყმის დროს დაუზიანდა უკანა მხარე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა ნინი გოგაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
სოსო გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული – საუბარია პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაზე.
დაცვის მხარე სამივე მათგანს აბსურდად მიიჩნევს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს წარდგენას აპირებს.
გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად სამი დღის წინ აიყვანეს.
ამავე თემაზე: