LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად – პრემიერი

249
baxtadzemamuka2324

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძის განცხადებით მთავრობის პოლიტიკა მიმართულის იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები მაქსიმალურად შემცირდეს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

პრემიერმა ამ მხრივ განსაკუთრებულად ხაზგასმით იპოთეკურ სესხებზე ისაუბრა.

“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,” – განუცხადა პრემიერმა „მოამბეს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები