წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მშობლები, სასამართლოს გადაწყვეტილებას,ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დაკავშირებით უსამართლოს უწოდებენ.
“როცა ეგ ჩემპიონი გახდა, მეამაყებოდა, ვლოცავდი და ვფიქრობდი, რომ საქართველოს საამაყო შვილები იყვნენ, თურმე ეგენი მკვლელები ყოფილან”,- ამბობს მოკლულის დედა.
ნიკა კენჭოშვილის დედის თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ზვიადაურს 5 წელს მაინც მისცემდნენ.
“სამართალი მემგონი არ არსებობს ამ დედამიწაზე. მკვლელი როგორ უნდა გაათავისუფლო. ეს ადამიანი არ უნდა გამოსულიყო ციხიდან სანამ არ მივიღებდით საბოლოო დასკვნას ექსპერტის. ექსპერტის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილაბა?! პირველად ვამბობ ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები. რათ უნდოდა ახლოს, მიბჯენით სროლა, თავში წამოერტყა. მე მინდა მოსამართლე მამუკა წიკლაურს მივმართო, მიიღებდა თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას ჩემს შვილთან დაკავშირებით, ის რომ გადარჩენილიყო? რის საფუძველზე მიიღო, რატომ მიიღო ამაზე მიპასუხოს.
რასაც ახლა ვიტყვი, ამას ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი – ყველაფერი უფლისთვის მიმინდია. პირადად მე ზვიადაურს შევუდნობ და ვაპატიებ! იმიტომ ვაპატიებ რომ ჩემი შვილიც აპატიებდა”- ამბობს მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამა.
მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისათვის დაცვის მხარე 50-ათასლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის -5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.