კომპანია „როდოსი“, რომელიც აჭარის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბათუმში ოპერირებს, მომხმარებელს ავტომობილებთან დაკავშირებით, მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. „როდოსის“ ავტო სერვისცენტრში შესაძლებელია როგორც სასურველი პროდუქციის შეძენა, ისე სხვადასხვა ტიპის სერვისის მიღება.
როგორც „ფორტუნას“ კომპანიის მენეჯმენტში განუცხადეს, „როდოსში“ მომხმარებელს შეუძლია ყველა სახის ავტომობილისთვის (სატვირთოები, ავტობუსები, მსუქუბი მანქანები) ზეთების, ფილტრების, ზეთის ფილტრების, ასევე კონდიციონერის, ჰაერის და საწვავის ფილტრების შეძენა.
გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს გარკვეული ტიპის სერვისსაც სთავაზობს, ესენია:
-
ყველა სახის ავტომობილის საქარე მინების შეცვლა;
-
ყველა ტიპის მსუბუქ ავტომობილზე სამუხრუჭე დისკების გაჩარხვა, ასევე სამუხრუჭე სითხის შეცვლა;
-
მსუბუქ ავტომობილებზე ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
-
ასევე მსუბუქ ავტომობილებზე შუქების გასწორება და ფარების პოლირება.
„აღსანიშნავია, რომ გარკვეულ სერვისს ჩვენს კლიენტებს სრულიად უფასოდაც ვთავაზობთ… უფრო კონკრეტულად, ყველა სახის მსუბუქ ავტომობილზე და სამარშუტო ტაქსებზე (მერსედეს სპინტერზე და ფორდ ტრანზიტზე) სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა უფასოა, ასევე უსასყიდლოდ ვახორციელებთ ყველა სახის ავტომობილზე ელექტრო დიაგნოსტიკას“, – აცხადებენ „როდოსში“.
ცნობისთვის, ავტო-სერვისცენტრი „როდოსი“ მდებარეობს ბათუმში, მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი, 6 ჩიხი #1,(ხელვაჩაურის გზის პირას). ტელ: 571251515