„აწარმოე საქართველოს“ პრესკონფერენცია ცნობილი ფილმების სერიის „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის გადაღებების შესახებ ამ წუთებში დასრულდა. გადაღებები პროგრამა „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში გაიმართება. თბილისში რამდენიმე დღეში უკვე დაიწყებენ „ფორსაჟის“ მეცხრე ეპიზოდის გადაღებას.
გადაღებებში ქართული კინოინდუსტრიიდან 400-მდე ადამიანია ჩართული. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პროექტი თბილისის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაციას მოემსახურება და ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მას ბევრი ტურისტი ეწვევა, ვინაიდან ბლოკბასტერს დიდი ინტერესით ელოდებიან მთელ მსოფლიოში.
როგორ იმოძრავებს კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
ფორსაჟის გადაღებების გამო 10 დღით ვაჟა-ფშაველას ნაწილი ქვეითებისა და ტრანსპორტისთვის გადაიკეტება
საქართველოში ამ პროექტზე რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ფილმს ასეთი დიდი კინოსტუდია, „უნივერსალი“ იღებს. თავად ფილმშიც იქნება ნახსენები, რომ მოვლენები სწორედ საქართველოს დედაქალაქში ვითარდება. საკმაოდ დიდი მასშტაბის გადაღებების გადაღებების სახელმწიფო და კერძო კომპანიების მაქსიმალური ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მთლიანობაში, პროექტზე ათასამდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტის ორგანიზატორები წინასწარ უხდიან ბოდიშს იმ ქუჩაზე მაცხოვრებლებს, სადაც „ფორსაჟის“ მძაფრსიუჟეტიანი სცენების გადაღება გაიმართება იმ დისკომფორტისთვის, რომელიც მათ რამდენიმე დღის განმავლობაში შეექმნებათ.