LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვე­ლა­ფე­რი დავ­ტო­ვე, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გა­მო­ვი­პა­რე. დი­ლით უთე­ნია ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი ცოლს, ტყე­ში კარ­ვით მივ­დი­ვარ-მეთ­ქი – რუ­სეთ­მა აქ თუ არ და­ი­ჩო­ქა, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს გა­და­უვ­ლის: ალექსანდრე ელისაშვილი

5465
ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, როგორ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შესახებ.

ელისაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქმა, რომ „უკ­რა­ი­ნა და­ი­ჩაგ­რა“.​ რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრე­მი­ე­რის ეს გან­ცხა­დე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა.

მისივე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას პრე­მი­ე­რის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უყ­ვარს, სა­ქარ­თვე­ლო 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს თა­ვი­დან ვერ აი­რი­დებ­და.

„ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად, ადა­მი­ა­ნუ­რად და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვა­დაც! რას ჰქვია უკ­რა­ი­ნა და­ი­ჩაგ­რა?! ანუ, უკ­რა­ი­ნას შე­ეძ­ლო ომი თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა და არ აი­ცი­ლა?! წა­ვი­და და ომში გა­ვარ­და?! კარ­გი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვილს ვერ იტანს, ვერც მე ვი­ტან ამ სა­ა­კაშ­ვილს, მაგ­რამ თა­ვი­დან ვერ ავი­რი­დებ­დით ჩვენ მა­შინ იმ ომს. ყი­რი­მის, დონ­ბა­სის და ამ მოვ­ლე­ნებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მთე­ლი მსოფ­ლიო იყო პუ­ტინ­თან სა­სა­უბ­როდ ჩა­სუ­ლი, რომ აეხ­სნათ, ნუ და­ეს­ხმე­ბი თავს, თუმ­ცა მა­ინც და­ეს­ხა. ღა­რი­ბაშ­ვილს ის­ტო­რი­ის წიგ­ნი უკუღ­მა აქვს წა­კი­თხუ­ლი, ან სა­ერ­თოდ არ იცის, რა არის ის­ტო­რია. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ლო­გი­კაა, რომ ია­პო­ნია, ფი­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა და­ი­ჩაგ­რა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე ვართ რუ­სეთ­თან, რუ­სე­თი მარ­თა­ლია.

გა­მო­დის, რომ ჩვენ ვა­ვიწ­რო­ებთ რუ­სეთს, ისე­თი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, რომ არ ჰყოფ­ნის თა­ვი­სი მიწა-წყა­ლი და ყვე­ლა ვჯიჯგნით. ეს არის ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ლო­გი­კა?! რუ­სე­თი­ვით სა­მარ­ცხვი­ნოა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა. რას ჰქვია და­ი­ჩაგ­რა?! ზე­ლენ­სკი უღი­ტი­ნებ­და? ზე­ლენ­სკიმ წა­არ­თვა ყი­რი­მი, დო­ნეც­კი და ლუ­განსკი?! ზე­ლენ­სკიმ და­ი­წყო კი­ე­ვის და­ბომ­ბა, თუ რო­გორ არის ეს ამ­ბა­ვი?! ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გვრცხვე­ნია. არ ვიცი რა გა­ვა­კე­თოთ. მე ვე­უბ­ნე­ბი, რომ ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი წევ­რი.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას არ იჯე­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე მეტი მო­ხა­ლი­სე ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რია. სას­წა­უ­ლი სა­ხე­ლი აქვთ ქარ­თველ მე­ომ­რებს. დღეს, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რატი ბურ­დულს ორ­დე­ნი გა­დას­ცა გმი­რო­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი სა­ხე­ლი აქვთ ქარ­თველ მე­ომ­რებს! მეც რა მრჯის? ცოლი, შვი­ლე­ბი მყავს და ყვე­ლა­ფე­რი დავ­ტო­ვე, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გა­მო­ვი­პა­რე. დი­ლით უთე­ნია ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი ცოლს, ტყე­ში კარ­ვით მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, გა­და­ვი­კი­დე ზურგჩან­თა… ის მრჯი­და, რომ რუ­სეთ­მა აქ თუ არ და­ი­ჩო­ქა, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს გა­და­უვ­ლის! რუ­სე­თი თუ აქ სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით და­ვა­მარ­ცხეთ, მა­შინ აფხა­ზე­თის, ცხინ­ვა­ლის და სა­მა­ჩაბ­ლოს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბაც გა­ი­ოლ­დე­ბა. ნუთუ, ეს არ ეს­მით ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?!“,- აღ­ნიშ­ნავს ელი­საშ­ვი­ლი.

ამას­თან, ელი­საშ­ვი­ლი დას­ძენს, რომ ბრიყ­ვი, ან უკი­დე­გა­ნოდ სა­მარ­ცხვი­ნოა ის, ვინც საყ­ვე­დუ­რობს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის, რომ ომი თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლა.

„რო­მე­ლი ქარ­თვე­ლიც ამ­ბობს, რომ ზე­ლენ­სკიმ გა­ი­მე­ტა თა­ვის ქვე­ყა­ნა და და­ან­გრე­ვი­ნა, ან ბრიყ­ვე­ბი არი­ან, ან სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ არა­ფერ­ზე, არც ის­ტო­რია იცი­ან, არც პო­ლი­ტი­კის გა­ე­გე­ბათ, პრო­რუ­სე­ბი არი­ან. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალ­ხს შევ­კრებ­დი, ერთ ეშე­ლონ­ში ჩავ­სვამ­დი და რუ­სეთ­ში გა­ვუშ­ვებ­დი. იცხოვ­რონ იმ ამაზ­რზენ ქვე­ყა­ნა­ში. მე ერთი ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც ძვირს ამ­ბობს ზე­ლენ­სკი­ზე. ალ­ბათ, ჩერ­ჩი­ლის გარ­შე­მო იყ­ვნენ ინ­გლი­სე­ლე­ბი და­რაზ­მუ­ლე­ბი, რო­დე­საც 10 თვე მარ­ტო იგე­რი­ებ­და ბრი­ტა­ნე­თი გერ­მა­ნი­ას. დღეს ასე­თი კონ­სო­ლი­და­ცი­აა. ღმერ­თო, ასე­თი კონ­სო­ლი­და­ცია მა­ნა­ხე სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდეს­მე რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის გარ­შე­მო. კრი­ზი­სე­ბი არ გვინ­და, კონ­ფლიქ­ტე­ბი და ომე­ბი საკ­მა­რი­სად გვქონ­და. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ, ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბამ­დეა. ვის უნდა უსაყ­ვე­დუ­რონ? პა­ტა­რა ბავ­შვებს რომ აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ და შემ­დეგ ხელ-ფეხ შეკ­რუ­ლებს ხო­ცავს და აწა­მებს?!. ბრიყ­ვი, ან უკი­დე­გა­ნოდ სა­მარ­ცხვი­ნოა ის, ვინც საყ­ვე­დუ­რობს ზე­ლენ­სკის, რომ ომი თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლა “,- აღ­ნიშ­ნავს ელი­საშ­ვი­ლი.

ელისაშვილმა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის არ­მია გა­ფარ­ჩაკ­და და “ძი­რი­თა­დად ჩან­ჩუ­რე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჯარი ჰყავს”.

„ჩვენ­თან ხომ შე­პყრო­ბი­ლი ში­შია – „რუ­სის ჯარი!“ მა­გათ ვინ მო­ე­რე­ვა?!“ „ვა­ნი­ას ვინ და­ა­მარ­ცხებს?!“ – ვინ და­ა­მარ­ცხებს კი არა, ნა­ხეთ, რა მო­უ­ვი­დათ, რუ­სე­თის არ­მია გა­ფარ­ჩაკ­და კი­ევ­სა და ხარ­კოვ­ში! ნა­ხეთ, მა­რი­უ­პოლ­ში რო­გორ იბ­რძვი­ან. და­იმ­სხვრა მითი, რომ რუ­სე­თი შე­მო­გე­სე­ვა და რა­კე­ტას გეს­ვრის, ისე­თი ავი­ა­ცია ჰყავს… აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ჟან­გე­ბუ­ლი, კო­რუფ­ცი­ის­გან გა­მოხ­რუ­ლი, ძი­რი­თა­დად ჩან­ჩუ­რე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჯარი ჰყავს, რო­მელ­მაც ვერ­ცერთ რე­ა­ლურ საბ­რძო­ლო მი­ზანს ვერ მი­აღ­წია“,- აღ­ნიშ­ნავს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უბ­რი­სას გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ჩა­ირ­თო, რაც ბოლო დღე­ებ­ში კი­ევ­ში იშ­ვი­ა­თად ის­მის.

„რო­დე­საც პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე დავ­დი­ო­დი, და­ვი­ნა­ხეთ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პირი იყო მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლი და გა­ვა­ჩე­რეთ. ასე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს. რო­დე­საც ია­რა­ღით და ფორ­მით დაგ­ვი­ნა­ხა, ეგო­ნა, რომ მოვ­კლავ­დით. რუ­სე­ბი ირ­პენს მი­წას­თან ას­წო­რებ­დნენ მარ­ტო იმი­ტომ, რომ და­კარ­გეს. ბოღ­მის­გან და და­უნ­დობ­ლო­ბის­გან სახ­ლე­ბი მი­წას­თან გა­ას­წო­რეს“,- აღ­ნიშ­ნავს ელი­საშ­ვი­ლი.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა გა­იხ­სე­ნა, „რო­გორ ჯიჯგნიდ­ნენ ცხო­ვე­ლე­ბი ცხე­დარს, მათ კი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ ეს­რო­ლათ”.

„თურ­მე იჯდა რუსი სნა­ი­პე­რი და გამ­ვლე­ლებს ხო­ცავ­და. პირ­და­პირ ვხე­დავ­დით მოკ­ლულ კაცს, მისი ცხე­და­რი ქუ­ჩა­ში ეგდო. ძაღ­ლე­ბი ჯიჯგნიდ­ნენ. არ გვქონ­და უფ­ლე­ბა, რომ ძაღ­ლე­ბის­თვის გვეს­რო­ლა. ვერც ვე­კა­რე­ბო­დით, რომ დაგ­ვე­მარ­ხა. 24 სა­ა­თი ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ჯიჯგნიდ­ნენ ცხო­ვე­ლე­ბი ცხე­დარს“, – აღ­ნიშ­ნავს ელი­საშ­ვი­ლი.