LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს – ბესელია ზარდიაშვილს ეთიკის კომისიაში უჩივის

198
ბესელიაკა

„ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს თუ ამის გაჩერების უნარი აქვს” – ეს განცხადება ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა.

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის კომისიაში უჩივის და მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვს. უმრავლესობის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ მას ხელისუფლება სწორედ ვანო ზარდიაშვილის პირით ესაუბრება, რის გამოც აფრთხილებს ყოფილ თანამოაზრეებს, რომ ასეთი საუბრის გაგრძელების შემთხვევაში მისი პასუხი ძალიან მწვავე იქნება.

ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია - ვანო ზარდიაშვილი

ეკა ბესელია მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს თუ ამის გაჩერების უნარი აქვს, როგორც ჩანს, არ აქვთ უნარი, რომ ვიღაცამ უთხრას ამ ზარდიაშვილს, რომ ეს არის კატასტროფა, რასაც ის კადრულობს. ან მეორე ვერსიაა, მეორე მოცემულობაა, როდესაც არსებობს რაღაც ტიპის სტანდარტი და ამ სტანდარტით მსჯელობს ეთიკის საბჭო, რისთვისაც ის შეიქმნა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ სიამოვნებით შევხდება ეკა ბესელიას ეთიკის საბჭოში.

„ძალიან კარგია თუ აპირებს და საერთოდ იცის, ეთიკა რა არის, გამიხარდება, ნებისმიერ შემთხვევაში თუ მას ჰგონია, რომ აქამდე ცალმხრივად შეიძლებოდა თურმე შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, ისეთი ამორალური ქმედების დაბრალება, როგორიც ვიდეოების გავრცელებაა და ა.შ. ძალიან კარგი, დიდი სიამოვნებით შევხვდები მას ეთიკის საბჭოში,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ნოდარ მელაძე ვანო ზარდიაშვილს პასუხობს: „ხდება უკანონო ფარული მიყურადება!..“

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ვანო ზარდიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე მიესალმება ამ საკითხის ეთიკის საბჭოში განხილვას, თუმცა ვინაიდან საბჭოს შემადგენლობაში მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, არ აქვს მოლოდინი, რომ ის პოლიტიკურად დამოუკიდებელი ინსტიტუცია იქნება.

ყოფილ თანაგუნდელებს შორის საქმის გარჩევა გუშინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ზარდიაშვილმა ბესელია ვირთხას შეადარა და „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები