LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა წარმატებულ ადამიანს გადაეკეტება გზა პოლიტიკაში.. ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში პოლიტიკისგან ილია ჭავჭავაძე განგერიდა – მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ

46
ვახტანგ მეგრელისჰვილი

„გირჩის“ დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი უსამართლოა და ქართულ რეალობასთან არარელევანტური.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ამ კანონით გამოდის, რომ საქართველოში ყველა წარმატებულ ადამიანს გადაეკეტება გზა პოლიტიკაში.

„ჩვენ მართლა თუ გვინდა, ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არ შეიძლება, ასე ვიქცეოდეთ.

ჩემი აზრით, ეს მოსაზრება, მათ შორის ევროპელებსაც უნდა ვუთხრათ, თუ ასე ვფიქრობთ და თუ არ ვფიქრობთ ასე, მაშინ ამ კანონით გამოვა, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებულ ადამიანებს გადავუკეტავთ გზას პოლიტიკაში.

ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში პოლიტიკისგან ილია ჭავჭავაძე განგერიდა და არ მიგეცა მისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ან რამე პოლიტიკური სურვილები ჰქონოდა. ამ ფაქტის გააზრებასაც თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ამას ნიშნავს, მე მგონი, მართლა არ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრები გავხდეთ.

ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის გატანა საერთაშორისო არენაზე. იქ მოხვდა ზოგიერთი ისეთი პუნქტი, რომელიც რელევანტური არ არის საქართველოსთვის.

ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს, ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია. საქართველოში იმდენი ფული და ისეთი გავლენა არასოდეს ყოფილა, როგორც უკრაინის შემთხვევაში ოლიგარქებს ჰქონდათ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები