LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი: მიხეილ სააკაშვილი

125
სააკაშვილი22

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი”.

აღნიშნული განცხადება მან “ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, სადაც ისინი ბიძინა ივანიშვილზეც და მიხეილ სააკაშვილზეც აცხადებდნენ, რომ ძალაუფლებას უნდა ჩამოშორდნენ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას “ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება არ სჭირდება“.

„მე სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი და უკაცრავად, მსოფლიოში გვარები რომ დაასახელეს, ეგენი ვინ იცის და მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია, უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის. საქართველო უნდა გადავარჩინოთ, საქართველო გვყავს გადასარჩენი და საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი. მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივებისა და ყოველთვის ასე ვიყავი მთელი ცხოვრება. ამიტომ, მივაღწიეთ იმ წარმატებებს, რომელსაც ცხოვრებაში მივაღწიეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამ არეულობისთვის ორივე ბანაკის პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ სამომავლოდ ჩარევა – ვიოლა ფონ კრამონი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები