LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე! ყველა ერთმანეთს იცნობს, – ნიღბიანიც და უნიღბოც! – ბონდო მძინარაშვილი

1013
BeFunky-collage (7)

ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე! – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას.

რა ხდება ზუგდიდში – განახლებადი ინფორმაცია

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

“მომისმინეთ!

ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე!

დააკვირდით, როგორმა სიმშვიდემ დაისადგურა ბანკის შენობაში!

დააკვირდით, როგორ მშვიდად სხედან თავჩარგულები!

რომელს ეტყობა შიში? – არცერთს!

ამიტომ, ნუ ღელავთ:

არავინ არავის არ მოკლავს!

ყველა ერთმანეთს იცნობს, – ნიღბიანიც და უნიღბოც!

ისინი, ვისი მონაწილეობაც ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის დადგმის დროს არ იყო გათვალისწინებული, უკვე გამოუშვეს!

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი ტერორისტული ვინეგრეტით!

ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

https://www.facebook.com/bondomdzinara/posts/4149966221696710

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები