საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზედაც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
მან სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა.
ექსპრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
„ყველა ვართ ამ ამბის მონაწილე და ვერასოდეს გამოვალ ამ სინანულიდან“ !! – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ღმერთო :((((
მიხეილ სააკაშვილი“. – წერს ტელექამყვანი ვახო სანაია.
„ყველა ვართ ამაში დამნაშავეები! ყველა! მდუმარე საზოგადოება, უსუსური ქართველი პოლიტიკოსები, ყველაფრის შემგუებელი მდორე ერი. არაფერს არ წარმოვადგენთ! ერთი რუსეთის დუქანი ვართ“, – წერს დიზაინერი სოფო ჭყონია.