LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ვარსკვლავი“ 3 თებერვალს, ქუთაისში შეიკრიბება

37

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 3 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდებისგან შერჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო დანარჩენ 7-7 მოთამაშეს, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მწვრთნელები დაასახელებენ.

გამოკითხვა 22 იანვარს დაიწყო და 2 თებერვლის 12:00 საათამდე გაგრძელდება,

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 2018 წლის „ოლ სტარი“ ტრადიციულად სხვადასხვა კონკურსებს მოიცავს. სუპერლიგის 2 წრის შედეგებით საუკეთესო 6 სნაიპერი ერთმანეთს 3-ქულიანების კონკურსში დაუპირისპირდება. ასევე გაიმართება ჩატენვების კონკურსი, რომლის მონაწილეებიც ძირითადად სუპერლიგის ლეგიონერები არიან. მატჩის ბოლოს აგრეთვე დასახელდება „ოლ სტარის“ უძვირფასესი (MVP) მოთამაშე.

გამოკითხვის შუალედური შედეგები:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები