LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში.. პირველი სართულიდან მოყოლებული, ვინც ჩემი შვილი მიაგდო უპატრონოდ, არ აძლევდნენ არც საკვებს, არც წყალს..“ – გაიოზ ჩარკვიანი ბრალდებულთა წრის გაზრდას მოითხოვს

395
Untitled design (5)

2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდზე მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა ბრალდებულთა წრის გაზრდას მოითხოვს.

ამის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა პროკურატურასთან, სადაც ვახტანგ ჩარკვიანის ახლობლები აქციას მართავენ.

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინეს

როგორც გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, მან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა და დადგინდა, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნარკოტიკული მედიკამენტების ზედოზირებით გარდაიცვალა:

„ექსპერტმა პირდაპირ, ცალსახად თქვა ის, რომ აღნიშნული პრეპარატები აღნიშნული დოზებით მიმაჩნია სასიკვდილოდ. კერძოდ, გამოიწვევს სასუნთქი გზების დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს. თვითონ თეა ბეგიაშვილს თუ უნდა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, უნდა დაასახელოს, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

არ გამოვრიცხავ ათი ადამიანი იყოს, არ გამოვრიცხავ ოციც, მაგრამ პირველი სართულიდან მოყოლებული, ვინც ჩემი შვილი უპატრონოდ მიაგდო, არ აძლევდნენ არც საკვებს, არც წყალს, არც ერთი ექიმი არ შედიოდა გარკვეული საათების განმავლობაში, თვითონ ექიმების მიერ დაფიქსირებულია, თუ რა საათებში შედიოდნენ აღნიშნული ექიმები. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არის 14 საათი, როდესაც პაციენტთან არ შედიოდნენ“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ, კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

ცნობისათვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

„მორფინის“ ისეთი დოზა გაუკეთეს, ვერავინ გადარჩებოდა“ – კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ადვოკატი: „ჟანგბადი მთელი ძალით მიდიოდა, ბავშვი კი ნარკოტიკებით ჰყავდათ გათიშული…“

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები