LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სისტემა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას მოარგეთ – ესტონეთის პრეზიდენტი

112

მინდა, ჩვენი დარიგება გაითვალისწინოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ესტონეთი ხედავს, რომ საქართველო იზრდება და ვითარდება. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთი ცდილობს ეძებოს ის ქვეყნები, სადაც არ არის, ან დაბალია ბიუროკრატია საჯარო სექტორში. მისივე თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ბევრ ასპექტში ხედავს. როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ესტონელ მეწარმეებს შეუძლიათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოქმედ ქართველ ბიზნესმენებთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნან.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში საქართველოდან, საკუთარი სახლიდან გაუსვლელად ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს სხვა ქვეყანაში, უცხოურ კომპანიაში, ანუ შესაძლებელია ვირტუალური თანამშრომლობა და საგადასახდო სისტემებიც ამას უნდა მოეგოს.

“ევროპამ ბევრი რამ დაგვანახა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საზოგადების ცვლილება ტექნოლოგოების საშუალებით. სამყარო გახდა ციფრული. აქედან გამომდინარე, ამ სიახლეებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები ამ მიმართულებით, ამ შესაძლებლობების გამოყენების მიზნით უნდა ფიქრობდეთ. ჩვენ სხვა ქვეყნების დახმარებით მივაღწიეთ წარმატებას. მინდა, ჩვენი დარიგება მიიღოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები