LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა შესაძლო დახმარებას გავუწევთ” – იაპონია უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

68
ing (1)

იაპონია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

Japan Today-ს ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს.

მისი თქმით, 100 მილიონი დოლარი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებლის აშენებას მოხმარდება.

გარდა ამისა, კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას მარცვლეულის შენახვის შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება. კერძოდ, დასავლეთ უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში აშენდება საცავები მარცვლეულის დროებით შენახვის მიზნით.

უკრაინის სურსათის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსებმა უკვე გაიტანეს, სულ მცირე, 400 000 ტონა მარცვლეული. პარალელურად, მარცვლეულის მარაგის განადგურების მიზნით, რუსი სამხედროები სწორედ საცავებს ურტყამენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში