LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა შეცდომა, რასაც ეს მთავრობა უშვებდა, სოსო გოგაშვილზე ტყდებოდა… დიდი ხანი ვოცნებობდი ამ დროზე, როცა საჯაროდ ვისაუბრებდით“ – ნინი გოგაშვილი

232
nini gogashvili soso

სოსო გოგაშვილის ქალიშვილის თქმით, დიდი ხანია, რაც დღევანდელი ხელისუფლება სოსო გოგაშვილს იყენებს და ყველა შეცდომა, რასაც „ოცნება“ ჩადის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდება.

ტელეფონში, რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ… ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხისმგებლობა, შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’ – გოგაშვილი გომელაურს

როგორც ნინი გოგაშვილი ამბობს, დიდი ხანი ოცნებობდა ის დრო დამდგარიყო, როდესაც მამამისი ღიად, ყველაფერზე საუბარს დაიწყებდა.

„ჩვენთვის ცნობილი იყო დიდი ხანი, რომ ისინი სოსო გოგაშვილს იყენებდნენ. ყველა შეცდომა, რასაც ეს მთავრობა უშვებდა სოსო გოგაშვილზე ტყდებოდა და ბედნიერი ვარ, რომ დადგა ის დრო, როცა მამაჩემი ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს.

საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ ყველაფერს. ნამდვილად, დიდი ხანი ვოცნებობდი ამ დროზე, როცა ჩვენ ამ ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრებდით. იმედი მაქვს მამაჩემი კიდევ ღიად ისაუბრებს ბევრ  დეტალზე, დღეს ისევ სოსო გოგაშვილზეა ისრები მიმართული და საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს“, – ამბობს ნინი გოგაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები