სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.
ლაშა ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მალე იწყება ტურისტული სეზონი და ეს შესაძლებლობა ქვეყნას დაეხმარება ტურიზმის სექტორის აღდგენაში.
„გუშინ გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44,8%, 4 თვის საშუალო მონაცემი არის 8,1% და ეს არის ეკონომიკის გახსნის მნიშვნელოვანი დასაწყისი. პრაქტიკულად, ყველა სექტორში ძალიან სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენაც რომლსაც დამატებით ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, იქნება ის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.