მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”
“ჩვენ დღეს მოვედით და პატივი მოვაგეთ ამ ადამიანებს, რომელთანაც ვალში ვართ ადამიანურად, რადგან მათ გაიღეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე” პაატა მანჯგალაზე
მისი განცხადებით, ეს იყო ბრძოლის ერთი მონაკვეთი, ეს ბრძოლა არ დასრულებულა. როგორც მანჯგალაძე ამბობს, ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი.
“ეს არის ძალიან დიდი იდეა და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.